Monday, March 29, 2010

მათემატიკური ხელოვნება

2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:მოსწავლეები იკვლევენ გეომეტრიული გარდაქმნების გამოყენების მაგალითებს დეკორატიულ ხელოვნებაში.პრაქტიკულ საკითხებში
3.პროექტის სრული აღწერა:
პროექტის კვლევა მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით. მოსწავლეები მოიძიებენ ცნობებს ორნამენტის შესახებ ძველ ხუროთმოძღვრულ ძეგლებში;ქართული ხელოვნების(ნაქარგობა,არქიტექტურა, და სხვა)ძეგლებში.ამას ახორციელებენ შემდეგი საშუალებებით ინტერნეტი, პრესა, ხელოვნების მუზეუმი,თბილისის შემოგარენში არსებული ისტორიულ-კულტურული ძეგლები. მიღებულ შედეგებს შეადარებენ ორნამენტის ნიმუშებს სხვა ქვეყნებში.
4.მონაწილეთა ასაკი:
14-15 წელი. IX კლასი
5. ვადების ხანგრძლივობა 2-3 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები:
კლასში შესაძლო სტრატეგიების დასხვა. დისკუსიის გამართვა, მასალების მოძიება ინტერნეტის გამოყენებით, ბლოგების შექმნა
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას:
მოსწავლეები შეიძენენ კვლევის უნარ-ჩვევებს. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთანამშრომლობას გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები.ისწავლიან მათემატიკური
გარდაქმნების პრაქტიკულ გამოყენებას.
პროდუქტები-ფოტოალბომები, პრეზენტაცია,ფოტოების გამოფენა, ბლოგები შექმნილი
მასალის მიხედვით.
8. სარგებელი სხვებისთვის:
ამ მასალაზე დაყრდნობით შეიძლება შეიქმნას ახალი ორნამენტი, რომელიც შეიძლება
გამოყენებული იქნას ხელოვნების რიგ დარგებში.
9. სამუშაო ენა:ქართული
10. საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ საწავლო გეგმასთან კავშირი:
კავშირი მშ.ენა დალიტერატურასთან. მოსწავლეებს თავიანთი კვლევა-ძიების თანმიმდევრულად და მწყობრად გადმოცემისათვის აუცილებლად დასჭირდებათ მშობლიური ენის კარგად ცოდნა
ისტორია-გეოგრაფია. ამ კვლევა-ძიებას თან ახლავს მთელი რიგი ისტორიული და გეოგრაფიული ექსკურსი ქართულ ხუროთმოძღვრებასა და ნაქარგობაში,ხოლო ეს ყველაფერი განიხილება მსოფლიო ცივილიზაციის ჭრილში.
უცხო ენა და ისტი.ინფორმაციების დიდი ნაწილი მოიძიება ინტერნეტში(შესაბამისად გამოყენებულია ისტი)მოძიებული მასალა საჭიროებს გადათარგმნას.
ხელოვნებასთან კავშირი პირდაპირია.